"BAE სისტემზმა” თავის ქმნილებას უკვე ჩაუტარა საველე გამოცდები, რომელთა დროსაც გამოვლინდა, რომ უხილაობის ეფექტი განსაკუთრებით შთამბეჭდავი მაშინაა, როცა ობიექტი 300-400 მეტრის სიშორეზეა. გამოცდების დროს შვედური მუხლუხებიანი საბრძოლო მანქანა Strf 90 გამოიყენეს, რომელიც "ადაპტივის” წყალობით, სრულიად უხილავი ხდებოდა. ამასთან, ელექტრონიკა ხანდახან ტანკს უგზოობის ავტომობილის პროფილს ანიჭებდა.
"ადაპტივის” შემუშავება ჯერ არ დასრულებულა. "BAE სისტემზი” მის დახვეწას გააგრძელებს. კომპანიას სურს, რომ სისტემამ ინფრაწითელის გარდა, ელექტრომაგნიტური სპექტრის სხვა დიაპაზონებშიც იმუშაოს. ამასთან, თავიანთ ტექნოლოგიას, უფრო დიდი ზომის ობიექტებზე – ვერტმფრენებზე, საზღვაო ხომალდებსა და შენობებზეც კი გამოცდიან. "ადაპტივის” შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათი ქმნილება, სხვა მსგავს სისტემებზე გაცილებით იაფიცაა, საიმედოც და ეკონომიურიც – მისი მუშაობა უფრო მცირე ენერგიას საჭიროებს. ამასთან, მისი უჯრედები იმდენად მტკიცეა, რომ მათ დამატებითი ჯავშნის როლის შესრულებაც შეუძლია. და თუ დაზიანდა, არც მათი შეცვლაა პრობლემა.
მიმაგრება: |