ხუთშაბათი, 2024-11-07, 8:52 AM
ყველაფერი თქვენთვის!

თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები" | RSS

 

საიტის მენიუ
საძიებო სიტყვა
კატეგორიები
თამაშები 
ფილმები ქართულად 
კლიპები 
სასაცილო 
საინტერესო 
სურათები 
სპორტი 
ელ-წიგნები 
პროგრამები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ სეზონში დაიბადეთ ?
სულ პასუხი: 55
საათი
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » მადრიდის რეალის ისტორია
10:25 PM
მადრიდის რეალის ისტორია
მდინარე მანსანარესის სანაპირო, პრადოდან მომავალი გზა პუერტო დე იეროს სახელით ცნობილი ადგილი, მონკოლოა… გასული საუკუნის დასაწყისში, ვილია დე ოსოს ნებისმიერი თავისუფალი ტერიტორია შეიძლებოდა იმპროვიზირებულ მოედნად ქცეულიყო, სადაც ფეხბურთის მოყვარულები ბურთს დიდი ემოციით, თავდაუზოგავად დასდევდნენ. სწორედ აქ გამართული შეხვედრები იქცა კასტილიური ფეხბურთის განვითარების საფუძვლად. სადღაც, 1886-1887 წლებში "ფუტბოლ სკაი”(ფოოტ ბალლ სკყ) ჩაისახა, რომელიც საფეხბურთო კლუბ, "მადრიდის” წინამორბედად ითვლება, თუმცა ამ უკნასკნელის დაარსების ოფიციალურ თარიღად, 1902 წელს მიიჩნევენ. ეს გახლდათ ფუნდამენტი, რომლის ავტორებიც პადროსი, პალასიოსი, გოროსტისაგა, მენდია, ბარელა და ნეირა იყვნენ. გავა წლები და უკვე "სამეფო კლუბად” წოდებული "რეალი” ყველაზე მაღალ საფეხბურთო მწვერვალებს დაიპყრობს, მილიონობით ქომაგს გაიჩენს და უკვე მე-20 საუკუნის მიწურულს, ყველაზე ტიტულოვან ევროპულ გრანდად იქცევა.

1902 წლის 6 მარტს, ფეხბურთის ქომაგთა ჯგუფმა მადრიდ ფუთბალ ქლაბ დაარსა. გუნდის მმართველობის პირველი თავკაცი, ხუან პადროს რუბიო იყო. მისი ხელმძღვანელობით, მმართველობამ გუნდის ფორმად თეთრი მაისური და ტრუსი, ცისფერი წინდები და კეპი აირჩია. აგრეთვე იმ პერიოდში დამტკიცდა, რომ კლუბის ემბლემა იასამნისფერი ზოლით უნდა ყოფილიყო შემკული.
უკვე 9 მარტს, მადრიდ ფუტბალ ქლაბმა თავისი პირველი თამაში ჩაატარა, თანაც ერთმანეთს მადრიდელთა ორი გუნდი ეთამაშებოდა, რათა მისი საბოლოო შემადგენლობა ჩამოყალიბებულიყო. ეს ისტორიული შეხვედრა ლაზა დე თოროს-ზე შედგა და ცისფერებმა წითლები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. მატჩიდან სულ რაღაც 13 დღეში, გამოცემა ერალდო დელ სპორტმა გამოაქვეყნა სტატია ფეხბურთის განვითარების შესახებ. მისი ავტორი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო, რომელიც მადრიდელთა პირველი მწვრთნელი გახდა. იმჟამინდელ ფეხბურთში გამეფებული ანარქიის ფონზე, ჯონსონმა, ახლადშექმნილ გუნდში გარკვეული წესრიგის დამყარება შეძლო.
ალბათ, მადრიდის "რეალის” ზოგიერთმა ქომაგმა არც კი იცის, რომ გუნდმა, თავის მომავალ პრინციპულ მეტოქესთან, კატალონიურ "ბარსელონასთან” პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 1902 წლის 13 მაისს ჩაატარა. მაშინ, "ბარსას” რიგებში არაერთი უცხოელი ფეხბურთელი თამაშობდა. ამიტომ, კატალონიელებს გამარჯვება არ გასჭირვებიათ(3-1). ამ მარცხის შემდეგ, მადრიდელთათვის დამამშვიდებელ გარემოებად ასევე კატალონიურ "ესპანიოლთან” გამართული მატჩი იქცა, რომელიც "რეალის” მოგებით დასრულდა(3-2). გამარჯვებისთვის კლუბს თასი, კოპა დე ლა გრანდ პენა გადაეცა. ეს, "მადრიდის” პირველი ჯილდო იყო. ორი წლის შემდეგ, "მადრიდი” "მოდერნოსთან”, "ამიკალესთან”(რომელშიც ფრანგი ფეხბურთელები თამაშობდნენ) და "მონკოლოასთან” გაერთიანდა.
დედაქალაქელებმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული პირველად 1905 წლის 18 აპრილს მოიპოვეს, როდესაც გადამწყვეტ მატჩში პრასტას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ბილბაოს "ატლეტიკი” დაამარცხეს. მანამდე კი პირველი დერბიც შედგა: "ატლეტიკოსა” და "მადრიდის” დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.
1912 წლის 31 ოქტომბერი "მადრიდისთავის” მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. კლუბმა მოედანი ონელი-ი იქირავა, რომლის მფლობელიც აურეანო არცია ჩომისო იყო. გუნდის ხელმძღვანელობა, მოედნის საფასურად, მას თვეში 1000 პესეტს უხდიდა. იმავე სეზონში "მადრიდში” ახალგაზრდა სანტიაგო ბერნაბეუს დებიუტი შედგა.
კლუბისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი გახლავთ 1920 წლის 29 ივნისი. ამ დღეს, ესპანეთის მონარქმა "მადრიდს” სამეფო ტიტული უბოძა. იმ პერიოდიდან გუნდი მადრიდის "რეალად” იწოდება. სამი წლის შემდეგ, "რეალი” ონელიდა-ნ "სიუდად ლინეალზე”
გადავიდა, რომელიც 8000 მაყურებელს იტევდა. "სამეფო კლუბელთათვის” გახსნის მატჩიც წარმატებული აღმოჩნდა: "რეალმა” "ირუნი” 2-0 დაამარცხა(ორივე გოლი ხოსე მარია უბედამ გაიტანა). იმავე წელს, მეზობელმა "ატლეტიკომ” საკუთარი სტადიონი "მეტროპოლიტანო” აიშენა. ამიტომ, ესპანეთის საფეხბურთო დედაქალაქმა ბილბაოდან მადრიდში გადაინაცვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ "რეალი” "სიუადად ლინეალზე” დიდხანს არ დარჩენილა. 1924 წლის 17 მაისს, არქიტექტორ ხოსე მარია კასტელის მიერ აშენებულ ჩამარტინ-ზე(რომელიც 15000 მაყურებელს იტევდა), გუნდმა თავისი პირველი მატჩი "ნიუკასლთან” გამართა.
გასული საუკუნის 30-იან წლებში, მადრიდის "რეალის” ღირსებას ლეგენდალური მეკარე რიკარდო ზამორა იცავდა. კლუბმა გოლკიპერი 1930 წლის 1 სექტემბერს 150 000 პესეტად "ესპანიოლისაგან” შეიძინა. ზამორამ ბოლო მატჩი, "ბლანკოსის” მაისურით, ესპანეთის თასის გათამაშების ფინალში, "ბარსელონასთან” ჩაატარა. "რეალმა” 2-1 მოიგო და პრესტიჟული ჯილდო მეშვიდედ დაისაკუთრა.
40-იან წლებში, "მადრიდმა”(რესპუბლიკური მმართველობის დამყარების გამო, კლუბმა სამეფო ტიტული და სახელწოდება "რეალი” 1931 წლიდან ხმარებიდან ამოიღო) თავისი სოციალური, მორალური და სპორტული რეკონსტრუქცია დაიწყო. ამ საქმეს ადოლფო მელენდესი, პედრო პარახესი, ანტონიო სანტოს პერალბა, ლუის ურკიხო და ყოფილი მოთამაშე, სანტიაგო ბერნაბეუ ჩაუდგნენ სათავეში. გაგიკვირდებათ, მაგრამ 1943 წლის 13 ივნისს, მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული და როგორც იტყვიან, ბებერ კონტიტენტზე "მუზები დუმდნენ”, ესპანეთის თასის გათამშების მეორე ნახევარფინალურ მატჩში(პირველი შეხვედრა "მადრიდმა” "ბარსელონასთან” 0-3 დათმო) დედაქალაქელებმა კატალონიელებს 11-1 მოუგეს. იმავე წლის 15 სექტემბერს კი, სანტიაგო ბერნაბეუ ერთხმად აირჩიეს კლუბის კლუბის პრეზიდენტად. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ მომენტიდან, "მადრიდის” ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. სწორედ ბერნაბეუს გაპრეზიდენტების შემდეგ, კონკრეტულად კი, 1944 წლის 27 ოქტომბერს, "რეალის” საშინაო არენის მშენებლობა დაიწყო. "სანტიაგო ბერნაბეუ” ოფიციალურად 1947 წლის 14 სექტემებრს გაიხსნა("რეალი” – "ბელენენსეში” 3-1). მას შემდეგ, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სტადიონად ითვლება. თავად ბერნაბეუს კი, კლუბში გაწეული ტიტანური შრომისთვის, მოგვიანებით "საპატიო და დამსახურებული პრეზიდენტის” წოდება მიენიჭა.
50-იანი წლების დასაწყისში, მადრიდის "რეალმა” თავისი ქომაგებისთვის სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა, რომელზეც ბერნაბეუს ავტოგრაფი და სიტყვები იყო დაბეჭდილი: "მადრიდისტთა ბიულეტენის რედაქციას დიდ წარმატებებს ვუსურვებ. უფროსის რჩევა: მეგობრებს კარგად მოეპყარით, მაგრამ უფრო უკეთესად მოექეცით მეტოქეებს. გეხვევით ყველას.”
ფეხბურთის ქომაგებს კარგად მოეხსებათ, რომ მადრიდის "რეალმა” ყველაზე დიდ წარმატებებს, სწორედ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიაღწია. იმხანად, გუნდის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც დი სტეფანო, რიალი, ხენტო, მელოუნი, მიგელ მუნიოსი, რაიმონ კოპა, მარკინტოსი, სანტამარია, პუშკაში, სარაგა და დელ სოლი იყვნენ. მათი მონაწილეობით "რეალმა” ეროვნულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ტიტული დაისაკუთრა.
მოგეხსებათ, 1955 წელს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონთა თასის(შემდგომში ჩემპიონთა ლიგა) პირველმა გათამაშებამ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სანტიაგო ბერნაბეუს. ტურნირის ფინალში, მადრიდელებმა ფრანგული "რეიმსი” დაამარცხეს და ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის პირველი გამარჯვებულები გახდნენ. მას შემდეგ, "სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა თასი კიდევ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო.
ძლევამოსილ სვლას, "რეალი” 60-იან წლებშიც განაგრძობდა. თამაშის ულამაზესი სტილის გამო, რომელსაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ქომაგი აღტაცებაში მოჰყავდა, გუნდს ფეხბურთის სპეციალისტები და მიმომხილველები "მადრიდულ ორკესტად” მოიხსენიებდნენ. იმხანად მის შემადგენლობას მეკარე ვისენტე, დიდი, ფელო, ატენსა, ლესმესი, ბარასალუსი, პანტალეონი და შვედი ფებურთელი სიმონსონი შეემატნენ.
1966 წელს, ევროპის ჩემპიონთა თასი მადრიდელებმა მეექვსედ მოიგეს, რის შემდეგაც, ამ ტურნირზე, წლების განმავლობაში წარმატებას ვეღარ აღწევდნენ. სამაგიეროდ, "რეალი” გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდა ეროვნულ სარბიელზე. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე იუგოსლავიელი სპეციალისტის, მილიან მილიანიჩის დანიშვნა, რომელმაც შემადგენლობაში პაულ ბრაიტნერი, რობერტო მარტინესი, ხავიერ ურია და კანტერას სამი აღზრდილი: კამაჩო, ვიქტორი და ერედია მიიყვანა.
1978 წლის 2 ივნისს, სანტიაგო ბერნბაეუ გარდაიცვალა, რომელიც 35 წლის განმავლობაში მართავდა კლუბს. ლეგენდალური პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად, 1979 წლიდან ყოველწლიურად იმართება "სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასის” გათამაშება, რომელშიც "რეალიც” მონაწილეობს.
80-ან წლებში, "სამეფო კლუბის” ღირსებას ისეთი ცნობილი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც კამაჩო, სანტილიანა, ხუანიტო, უგო სანჩესი, რაფაელ გორდილიო, ანტონიო მაკედა, ფრანსისკო ბუიო, მიჩელი, პარდესა, მარტინ ვასკესი, მანუელ სანჩისი, ბერნდ შუსტერი და ემილიო ბუტრაგენიო იყვნენ. 1989-1990 წლების სეზონში, "რეალმა” თავისი ერთერთი ყველაზე დიდი რეკორდი დაამყარა, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატში 107 გოლი გაიტანა. მათგან 38 უგო სანჩესის ანგარიშზე იყო.
ასევე დიდოსტატები ასპარეზობდნენ "რეალის” მაისურით გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მადრიდული გრანდი ნამდვილ "ოცნების გუნდად” იქცა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან "სამეფო კლუბის” მაისური ისეთმა სუპერ-ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორებიც რაული, რობერტო კარლოსი, ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, რონალდო და სხვები იყვნენ. მაშინ გამოჩნდა "რეალის” ძირითადი მეკარის ამპლუაში ახალგაზრდა იკერ კასილასი, ხოლო კაპიტნის სამკლავურს ღირსეულად ატარებდა გუნდის ერთერთი ცოცხალი ლეგენდა, ფერნანდო იერო.
მე-20 და 21-ე საუკუნების მიჯნაზე, "რეალმა” ყველაზე დიდ წარმატებებს ვისენტე დელ ბოსკეს(1999-2003) მწვრთნელობით მიაღწია. ამ პერიოდში, გუნდმა ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა, ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო თითოჯერ ქვეყნის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ამის შემდეგ, მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდს კრიზისის პერიოდი დაუდგა და მწვრთნელთა გაუთავებელი ცვლის მიუხედავად, ვერც ერთი ტურნირის მოგებას ვერ ახერხებდა.
უტიტულო პერიოდი 2006 წელს დასრულდა, როცა რეალის სათავეში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო მოვიდა, რომელმაც რეალს პირველივე ჯერზე ესპანეთისEჩემპიონატი მოაგებინა. თუმცა ის ერთი სეზონის შემდეგ გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად გუნდს სათავეში გერმანელი სპეციალისტი ბერნდ შუსტერი ჩაუდგა.
2000 წლის 23 დეკემბერს რეალი საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბად დასახელდა…

სპეციალურად რეალის ფანებისთვის, გავიხსენოთ ძველი კარგი დრო და დაველოდოთ განმეორებას სულ მალე:

               
მიმაგრება:
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 776 | დაამატა: abashaa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2024Create a free website with uCoz