შაბათი, 2024-11-23, 5:51 PM
ყველაფერი თქვენთვის!

თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები" | RSS

 

საიტის მენიუ
საძიებო სიტყვა
კატეგორიები
თამაშები 
ფილმები ქართულად 
კლიპები 
სასაცილო 
საინტერესო 
სურათები 
სპორტი 
ელ-წიგნები 
პროგრამები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ სეზონში დაიბადეთ ?
სულ პასუხი: 55
საათი
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » ყველაზე გამორჩეული აუზები
8:52 PM
ყველაზე გამორჩეული აუზები

აუზში, რომელიც მდებარეობს ლოს-ანჟელესში შეგიძლიათ იცურავოთ ხუთი სხვადასხვა სახეობის ზვიგენთან ერთად, არ შეგეშინდეთ, მათგან მინის მილი გყოფთ, რომლითაც ოკენარიუმის შიგნით ჩაიქროლებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა გასართობიც- სამსართულიანი გორაკები, ჩანჩქერი და მცირე ზომის ჩვეულებრივი აუზი.

ოტელი San Alfonso del Mar (ჩილი)
ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზია და შეტანილია გინესების რეკორდების წიგნში. მისი სიგრძე ნახევარი კილომეტრია, ამიტომ მასში იალქნიანი ნავებით შეჯიბრებასაც აწყობენ.
აუზის გარშემო მოწყობილია ხელოვნური ქვიშიანი პლიაჟი, რომელიც თბება ღამეული ბანაობისთვის.

ოტელი Caruso Belvedere იტალია
ეს აუზი მდებარეობს რაველოში, ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ იტალიურ ქალაქში რომიდან 300 კმ-ში.
ოტელი მდებარეობს გორაზე, აუზში ბანაობისას შეგიძლიათ ზღვას ზემოდან უყუროთ!
აუზი გარშემორტყმულია XI -საუკუნის დროინდელი ძველი ნანგრევებით.

ოტელი Umaid Bhawan Palace ინდოეთი
ეს უფრო სასახლეა, ვიდრე ოტელი, 347 მდიდრული ნომერით.
აუზში ვერ ივარჯიშებთ, რადგან ყველაფერი რომანტიკულ ტალღაზეა მოწყობილი: სანთლის ნაზი შუქი და ვარდის ფურცლები, რომლებიც ზედაპირზე ტივტივებს.

ოტელი Viceroy Miami აშშ
მაიამიში, სადაც ასობით აუზია, გაჩნდა ადგილობრივი მსოფლიო საოცრება: უზარმაზარი აუზი ოტელის 15-ე სართულზე- ცათამბჯენების შესანიშნავი ხედებით.
შეგიძლიათ გაირუჯოთ შეზლონგზე, ინებივროთ ჯაკუზში ან იჭყუმპალავოთ ფეხბურთი ზომის აუზში.

ოტელი Al Bustan Palace InterContinental Muscat ომანი.
18 -თვიანი რემონტის შემდეგ ქალაქ მუტრაში ოტელში გაიხსნა მეტად სერიოზულად მოდერნიზებული აუზი.
მთავარი სიახლეა- სპეციალური „წყლის" მომსახურე პერსონალი, რომლებიც მზად არიან მოცურავეების ყველა განკარგულების შესასრულებლად.აუზი გარშემორტყმულია პალმებით.

ოტელი InterContinental Hong Kong ჩინეთი.
სამი აუზი განლაგებულია მესამე სართულის დონეზე, ოტელში მზად არიან დააკმაყოფილონ მობინადრეების ნებისმიერი ახირება.
ყველა აუზში განსხვავებული ტემპერატურაა: ცხელი, თბილი და გრილი, ზღვის შესანიშნავი ხედის გარდა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ ცურვის დროს მოუსმენთ მუსიკას, რომელიც იღვრება აუზის ფსკერზე მოთავსებული ხმის გამაძლიერებლიდან




               
მიმაგრება:
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 778 | დაამატა: abashaa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2024Create a free website with uCoz